რუსები კიევიდან და ჩირნიგოვოდან გადიან

სტამბულში დასრულებული რუსულ-უკრაინული მოლაპარაკების შემდეგ, რუსები უკან იხევენ და უკრაინის გარკვეული ტერიტორიებიდან ჯარის ნაწილი გაჰყავთ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ძალების ნაწილი კიევისა და ჩერნიგოვის ოლქებიდან გადის. მათივე განმარტებით, ეს როტაციის კუთხით არსებულ პრობლემებს უკავშირდება.

ინფორმაცია შეხვედრის დასრულების შემდეგ რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმაც დაადასტურა. ვლადიმირ მედინსკის განცხადებით,  რუსეთი რადიკალურად ამცირებს სამხედრო მოქმედებებს კიევისა და ჩერნიგოვის ოლქის მიმართულებით.

რუსეთი უკრაინის გარკვეულ ნაწილში საბრძოლო მოქმედებებს შეაჩერებს

მსგავსი თემები