რუსეთი უკრაინის გარკვეულ ნაწილში საბრძოლო მოქმედებებს შეაჩერებს

რუსული დელეგაციის წარმომადგენელმა ვლადიმერ მედინსკიმ, სტამბულში მოლაპარაკების დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთი კიევსა და ჩერნიგოვში გარკვეულ საბრძოლო მოქმედებებს შეწყვეტს.

რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა ისიც აღნიშნა, რომ საუბარი არ არის მოქმედებების სრულ შეწყვეტაზე. მედინსკიმ უკრაინულ მხარეს კონსტრუქციული უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ რუსულ მხარესთან ითანამშრომლებენ.

„რუსული ხელისუფლება იმედს გამოთქვამს, რომ კიევში გადაწყვეტილებებს მიიღებენ და ნორმალური თანამშრომლობისთვის, ნორმალურ პირობებს შექმნიან”- განაცხადა მან მედიასთან.

შეგახსენებთ, რომ მხარეები დღევანდელი შეხვედრით მეტნაკლებად კმაყოფილები არიან და ომის დასრულების წინაპირობას ხედავენ.

მოსკოვი უკრაინას პუტინი-ზელენსკის შეხვედრას ერთი პირობით სთავაზობს

მსგავსი თემები