მოსკოვი უკრაინას პუტინი-ზელენსკის შეხვედრას ერთი პირობით სთავაზობს

თურქეთში, რუსულ-უკრაინული მოლაპარაკების ერთ-ერთი თემა ორი პრეზიდენტის შეხვედრა იყო. როგორც რუსული დელეგაციის ხელმძღვანელი ვლადიმირ მედინსკი აცხადებს, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ, უკრაინა შეთანხმების დოკუმენტს ხელს მოაწერს.

„პრეზიდენტების შეხვედრას თან  უნდა ახლდეს საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერა. სახელმწიფო მეთაურების შეხვედრა შესაძლებელია მაშინ, როცა მზად იქნებ შეთანხმების დოკუმენტი ხელმოსაწერად ჯერ შეთანხმება მომზადდება, შემდეგ მას მომლაპარაკებლები დაადასტურებენ, ვიზას დაადებენ საგარეო მინისტრები და ამოს შემდეგ შედგება სახელმწიფო მეთაურების შეხვედრა დოკუმენტის ხელმოსაწერად. ეს მარტივი არ არის“ – ასეთია რუსეთის ულტიმატუმი რომელიც მედიასთან ვლადიმირ მედინსკიმ გააჟღერა.

ასევე, აღნიშნა, რომ უკრაინული მხარის წინადადებები პრეზიდენტ პუტინთან უნდა განიხილონ.

„მოსკოვი ვითარების განმუხტვისთვის ორ შემხვედრ ნაბიჯს დგამს.  მივიღეთ წინადადება უკრაინის მხრიდანაც. მათი პოზიცია გასაგებად არის ფორმულირებული. ამ წინადადების განხილვა მოხდება უახლოეს პერიოდში. ამ წინადადებებს გავაცნობთ რუსეთის პრეზიდენტსაც და უკრაინულ მხარეს შესაბამის პასუხს დავუბრუნებთ“,- განაცხადა მედინსკიმ მედიასთან.

ყველა საკითხზე, რაზეც მხარეები შეთანხმდებიან, უკრაინა რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვს

მსგავსი თემები