უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა კომპრომისს არ ექვემდებარება“ – რაზე შეთანხმდნენ მხარეები

თურქეთში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკება დასრულდა,   უკრაინის დელეგაციის წარმომადგენელმა მედიასთან იმ საკითხებზე ისაუბრა, რაც განიხილეს და რაც მოითხოვეს.

„კომპრომისს არ ექვემდებარება საკითხი, რომელიც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას ეხება. ასევე, ვითხოვთ, იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტს, რომელიც უკრაინის უსაფრთხოებას ეხება. უკრაინამ შესაძლოა აიღოს ვალდებულება, საკუთარ ტერიტორიაზე არ განათავსოს უცხო ქვეყნის სამშვიდობო ბაზები და ასევე, არ გახდეს სამხედრო ალიანსის წევრი, თუმცა, ჩვენს მიერ მკაფიოდ იყო ნათქვამი რომ ამ პროცესმა ხელი უნდა შეუწყოს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას. მნიშვნელოვანია გარანტორების არსებობს, რომლებიც აიღებენ პასუხისმგებლობა უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში. უკრაინა გააგრძელებს სვლას ევროკავშირისკენ. რაც შეეხება გარანტორებს, ისინი უნდა იყვნენ უშიშროების საბჭოს წევრები“ – განაცხადა უკრაინის დელეგაციის ერთ-ერთმა წევრმა.

უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა კომპრომისს არ ექვემდებარება“ – რაზე შეთანხმდნენ მხარეები

მსგავსი თემები