„ბრძოლა მიზნის მიღწევამდე“ – რუსეთი დასავლეთს ემუქრება, რომ მათ ქმედებებს სათანადო რეაგირება მოჰყვება

გაუჩინარებული თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ გამოჩნდა. დღეს ის  რუსეთის შეიარაღებული ძალების სარდლობას შეხვდა და მკვეთრი განცხადება გააკეთა. როგორც მინისტრი აცხადებს უკრაინაში ოპერაცია მანამ არ დასრულდება, სანამ მიზანს არ მიაღწევენ.

სერგეი შოიგუს განცხადებით, რუსეთი შეჩერებას არ აპირებს. მისი შეფასებით, რუსეთში წვევამდელების საგაზაფხულო გაწვევა ჩვეულებრივ გაგრძელდება.

„ოპერაციის პირველი ეტაპის ძირითადი ამოცანების შესრულებულია. ახლა, ყურადღება მთავარ მიზანზე გადადის – დონბასის გათავისუფლება. გაზაფხულზე, სამხედრო სამსახურში გაწვეული რუსეთის მოქალაქეები არც ერთ ცხელ წერტილი არ გაიგზავნებიან. მიმდინარე წელს,  სამხედრო სამსახურში რუსეთის 134 500 წვევამდელი გაიგზავნება, რაც შარშანდელზე ბევრად მცირეა. 2 კვირაში, უკრაინაში 600 დაქირავებული მებრძოლი განადგურდა. 500-მა კი ქვეყანა დატოვა. მოსკოვი აქტიურად აკვირდება დასავლელი ლიდერების განცხადებას უკრაინისთვის საბრძოლო მასალების მიწოდებასთან დაკავშირებით. თუ გეგმები განხორციელდება, რომელიც თვითმფრინავებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას გულისხმობს, სათანადო რეაგირება ექნება“ – განაცხადა შოიგუმ.

 

მსგავსი თემები