„პრორუსობის კასკადი საქართველოს პარლამენტში” – იაგო ხვიჩიას ჩამონათვალი 

„ჩემი აზრით პრორუსობაა, როცა ოპონენტს არ ელაპარაკები არაფერზე და ხალხის მტრად აცხადებ. როცა სასამართლო ჯიბეში გიზის და მთელ ძალოვან ბიუროკრატიას ცენტრალიზებულად მართავ. როცა საზოგადოების ქცევას აკონტროლებ რეგულირებების და ბიუროკრატიების მეშვეობით, რომ უნებართვოდ ვერავინ ხელი ვერ გაანძრიოს, ესეც პრორუსობაა“ – აცხადებს „გირჩის“ დეპუტატი იაგო ხვიჩია და პრორუსულ საქმეებზე საუბრობს.

დეპუტატმა სხდმათა დარბაზში  ის კოკრეტული ქმედებები ჩამოთვალა, რომელიც პრორუსულ საქმიანობას ამყარებს.

„როცა კომუნისტური სისხლის სამართლის პოლიტიკას კიდევ უფრო მეტად ამკაცრებ, ესეც პრორუსობაა; მშვიდობიანი მოქალაქეების დარბევაც პრორუსული ქცევაა; როცა საქმის ნაცვლდ სადღეგრძელოებით საუბრობ, რათა ვერავინ გაიგოს რა ჩაიფიქრე, ესეც პრორუსობაა. თუმცა. ერთ-ერთი ყველაზე ცუდი პრორუსობა ისაა, როცა პარლამენტის 90%-ზე მეტს სულ ორი აზრი გააჩნია და ეს ორი აზრი მოწოდებულია პარტიული იერარქიების მიერ. მომხმარებელთა კანონის მიღებაც, ულაპარაკოდ და უკრიტიკოდ, პრორუსობაა, იმიტომ, რომ ვიღაცამ ასე თქვა, ამას თუ გავაკეთებთ ევროპაში მიგვიღებენ და ჩვენ ამას ვემორჩილებით“ – განაცხადა ხვიჩიამ.

მისი შეფასებით, პარლამენტში პრორუსული საქმიანობის კასკადია.

„როცა გგონია, რომ სულ მარტო იქნები ხელისუფლებაში და არ ფიქრობ ოდესმე სხვა დაგჭირდეს სათანამშრომლოდ, ესეც პრორუსობაა. და ბლოს, მთავარი პრორუსობა მდგომარეობს იმაში, რასაც საქართველოში პარლმენტების უმეტესობა აკეთებდა, რომ გადაწყვეტილება რეალურად პარლამენტში არ მიიღება და სხვაგან მიიღება. პარლამენტში მისი გაფორმება ხდება. ბოლო ორი ხელისუფლების დროს პრორუსული ქმედებების კასკადი გვაქვს, რაც ჩამოვთვალე, ორივე ხელისუფლებას აერთიანებს“, – განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩი“-ს წევრმა იაგო ხვიჩიამ.

 

მსგავსი თემები