რა სტატუსით მონაწილეობს ოლიგარქი აბრამოვიჩი რუსულ-უკრაინულ მოლაპარაკებებში?!

კრემლის განმარტებით, რუსეთში მოღვაწე ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი რუსული დელეგაციის ოფიციალური წევრი არ არის. როგორც ვლადიმირ პუტინის პრესსპიკერი განმარტავს, ბიზნესმენი თურქეთში  ორივე მხარის თანხმობით ჩავიდა.

„ბიზნესმენ რომან აბრამოვიჩის დასწრება უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებებზე ორივე მხარის მიერ არის შეთანხმებული. აბრამოვიჩი რუსულ დელეგაციას არ წარმოადგენს. ის  ჩართულია კონტაქტების უზრუნველყოფაში რუსულ და უკრაინულ მხარეებს შორის. ის არ წარმოადგენს დელეგაციის ოფიციალურ წევრს. აბრამოვიჩი თურქეთში მიმდინარე მოლაპარაკებაში რუსულ მხარეს არ წარმოადგენს“ – აცხადებს პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ პესკოვის მოლაპარაკებებში ჩართვის თემა მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც გაჟონა ინფორმაციამ, რომ ის პრეზიდენტ ზელენსკისაც შეხვდა და თურქეთში ადრეც იყო ჩასული. აბრამოვიჩი დღესაც სტამბულში იმყოფება, სადაც რუსულ-უკრაინული მხარეები არიან შეკრებილები.

მოწამლეს თუ არა რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკების სამი მონაწილე

მსგავსი თემები