„ომი უნდა დასრულდეს, ცეცხლი უნდა შეწყდეს“ – თურქეთში მოლაპარაკება დაიწყო

უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების პარალელურად, მსოფლიოს ყურადღება დღეს თურქეთისკენაა, სადაც უკრეინულ-რუსული დელეგაციის წევრები უკვე შეიკრიბნენ.

ოფიციალური დიალოგის დაწყებამდე, მხარეებს თურქეთის პრეზიდენტმა მიმართა და განაცხადა, რომ ომი უნდა შეწყდეს.

დოლმა ბაღჩეს სასახლეში“ მიმდინარე შეხვედრამ შესაძლოა, უკრაინის ბედი გადაწყვიტოს. შეხვედრის დაწყებამდე, თურქეთის პრეზიდენტი დელეგაციის წევრებს ცალკე შეხვდა.

„ომი უნდა დასრულდეს, ცეცხლი უნდა შეწყდეს. თურქეთი შეშფოთებულია იმ პროცესებით, რაც ახლა უკრაინაში ხდება. უკრაინაში შექმნილი ვითარება ძალიან აღელვებს თურქეთს, რომელიც უკრაინის მეგობარი და მეზობელია. თურქეთი მზადაა უზრუნველყოს ყველა საჭირო მხარდაჭერა რუსულ-უკრაინული დელეგაციების მოლაპარაკების გასამარტივებლად” – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

მოწამლეს თუ არა რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკების სამი მონაწილე

მსგავსი თემები