ბრიტანეთი ადასტურებს, რომ „ვაგნერის“ დაჯგუფება უკრაინაშია

სისასტიკით გამორჩეული „ვაგნერის“ დაჯგუფების მებრძოლები  უკრაინაში იმყოფებიან. დაქირავებული შეიარაღებული ჯგუფის უკრაინაში ყოფნას ბრიტანეთის თავდაცვის უწყება ადასტურებს.

თავდაცვის უწყების ინფორმაციით, საუბარია 1000-ზე მეტ დაქირავებულ მებრძოლზე.

შეგახსენებთ, რომ ინფორმაცია უკრაინის მხარემაც გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ „ვაგნერის“ დაჯგუფებას პრეზიდენტ ზელენსკის ლიკვიდაცია ჰქონდა დავალებული.

 

მსგავსი თემები