„დასავლეთის ქვეყნები ბანდიტობამდე დავიდნენ“ – სერგეი ლავროვი

კრემლის საგარეო მინისტრი სერგეი ლავროვი დასავლელ ლიდერებს „ბანდიტებს“ უწოდებს და საპასუხო ზომებზე საუბრობს.

როგორც ლავროვი განმარტავს, რუსი ჩინოვნიკების ქონების კონფისკაცია სხვა არაფერია, თუ არა ბანდიტობა.

„დასავლეთის ქვეყნები რუსეთთან მიმართებით პირდაპირ სახელმწიფო „ბანდიტობამდე“ დავიდნენ. საუბარია კერძო ქონების კონფისკაციასა და ფინანსურ-ეკონომიკურ სფეროში არსებულ ვალდებულებებზე უარის თქმაზე. საპასუხოდ, რუსეთში უკვე მზადდება დადგენილება სავიზო ხასიათის ზომების შესახებ, რომელიც შეზღუდავს რუსეთში „არამეგობრული ქვეყნების“ მოქალაქეების შესვლას“ – აცხადებს საგარეო მინისტრი.

შეგახსენებთ, რომ დასავლეთმა და ამერიკამ რუსეთს სანქციები დაუწესა, რომელიც ოლიგარქებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის ქონების კონფისკაციას ითვალისწინებს.

მსგავსი თემები