ბათუმი ავარიული სახლების გარეშე

„იწყება მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“, რომლის თანახმად ბათუმში არსებული ავარიული შენობები თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი კომპლექსებით ჩანაცვლდება. ეს იქნება მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა, რომლის განხორციელებაც უკვე იწყება“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისხტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთვრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ბათუმში ძალიან მწვავედ დგას ავარიული სტატუსის მქონე საცხოვრებელი სახლების პრობლემა, რაც საფრთხეს წარმოადგენს მოქალაქეებისათვის.

„ბათუმი ავარიული სახლების გარეშე სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის თანახმად ბათუმში არსებული ავარიული შენობები თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი კომპლექსებით ჩანაცვლდება. ამ პროგრამას დღესვე დავამტკიცებთ მთავრობის სხდომაზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

მსგავსი თემები