“ინფიცირება მკვდთრად შემცირებულია”- ივანე ჩხაიძე

თსსუ პროფესორმა და იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ მედიაცენტრ მთავარში  კორონავირუსის შესახებ ისაუბრამისი განცხადებით, იფიცირების მაჩვენებელი მკვეთრად შემცირებულია და დღევანდელი მდგომარეობა ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს.

ის მონაცემები, რომლებიც ბოლო დღეების განმავლობაში გვიჩვენებს ინფიცირების რაოდენობას, მკვეთრად არის შემცირებული და მართლაც მიუთითებს რომ საქართველოში პირველად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ინფიცირების მაჩვენებელი ჩამოცდა ხუთასს. დღევანდელი მდგომარეობა გარკვეული ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს. ქვეყანა ინფიცირების გარკვეულ სტაბილურ ციფრს აჩვენებს, რომელიც, მოსალოდნელია, მომდევნო დღეების განმავლობაში კიდევ შემცირდეს. ერთადერთი რისკი, რომელიც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ, ძალიან ბევრს ქვეყანას აქვს, ეს არის ახალი ვარიანის გამოჩენა, რომელმაც შესაძლოა შეცვალოს ვითარება.  მიუხედევად ამისა, ჯერ ვერ ვიტყვით, რომ პანდემია სრულდება ”-  განაცხადა ივანე ჩხაიძემ  მედიაცენტრ მთავარში.

მსგავსი თემები