„საერთოდ არ დავსხდებით მოლაპარაკებაზე“ – რა პირობას უყენებს ზელენსკი პუტინს

რუსეთ-უკრაინის ე.წ. სამშვიდობო მოლაპარაკება, პირდაპირი შეხვედრის რეჟიმში დღეს, თურქეთში განახლდება. პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტისთვის მიუღებელია, მოლაპარაკების მთავარ თემად „დენაციფიკაცია“, „დემილიტარიზაციის“ საკითხის განხილვა და ამბობს, რომ ასეთ შემთხვევაში, მოლაპარაკებას აზრი არც აქვს.

„უკრაინა საერთოდ არ განიხილავს ტერმინებს „დენაციფიკაცია“ და „დემილიტარიზაცია“. არც დავსხდებით მაგიდასთან, თუ სულ რაღაც „დემილიტარიზაციაზე“ ან „დენაზიფიკაციაზე“ ვისაუბრებთ. ჩემთვის ეს აბსოლუტურად გაუგებარია“, – აცხადებ პრეზიდენტი ზელენსკი.

ზელენსკი ასევე განმარტავს, რომ დიალოგი და მოლაპარაკება უნდა იყოს შედეგისთვის და არა სიტყვების თამაშისთვის.

 

მსგავსი თემები