ბრიტანეთმა უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემები გადასცა

გაერთიანებული სამეფო საომარ მდგომარეობაში მყოფ უკრაინას  გადასატანი საჰაერო თავდაცვის სისტემების, პირველი ნაკადს უგზავნის. ბრიტანეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით „სთარსთრიქი“ უკვე უკრაინელების ხელშია.

როგორც თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი აცხადებს, უკრაინელმა სამხედროებმა კომპლექსების გამოყენებაც ისწავლე და მისი მართვა თავისუფლად შეუძლიათ.

ინფორმაციისთვის, „სთარსთრიქი“  ვერტმფრენებისა და დაბალ სიმაღლეზე მფრინავი თვითმფრინავების ჩამოსაგდებად გამოიყენება. მას მფრინავი აპარატის  განადგურება ხუთ კილომეტრზე შეუძლია.

ამავდროულად, უკრაინის მოთხოვნა ისევ ცის ჩაკეტვა რჩება.

მსგავსი თემები