საპროტესქტო აქციაზე 10 პირი დააკავეს

თბილისში საწვავის ფასთან დაკავშირებულ საპროტესტო აქციაზე, საპატრულო პოლიციამ აქტივისტებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდა. დაუმორჩილებლობის გამო, სამართალდამცველებმა 10 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

ამ წუთებში სავალი ნაწილი ნაწილობრივ  გახსნილია.

აქციის მონაწილეები თავდაპირველად რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ, საიდანაც პარლამენტის მიმართულებით მსვლელობა მოაწყვეს. ისინი აქციზის გაუქმებას მოითხოვენ, რაც მათი თქმით ფასების კლებას გამოიწვევს.

 

თბილისი პარალიზებულია, ცენტრალური გამზირები ბლოკირებულია

მსგავსი თემები