უკრაინაში დაღუპულ ქართველ ჯარისკაცს მომდევნო კვირაში ჩამოასვენებენ

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინაში დაღუპულ ქართველ ჯარისკაცს მომდევნო კვირაში ჩამოასვენებენ. საგარეო უწყების ცნობით, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება უკვე დაწყებულია. დავით გობეჯიშვილის ცხედარს კიევის პროზექტურიდან ჯერ პოლონეთში, შემდგომ კი საქართველოში ჩამოასვენებენ. გობეჯიშვილის ოჯახმა არ იცოდა მისი საომარ მოქმედებებში ჩართვისა და უკრაინაში გამგზავრების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ, დავით გობეჯიშვილი მეოთხე ქართველი მებრძოლია, რომელიც რუსეთუკრაინის ომში დაიღუპა.

მსგავსი თემები