რუსეთს სანქციები მაშინ მოეხსნება, როცა უკრაინას დატოვებს

დიდი ბრიტანეთი არ აპირებს, ოკუპანტ რუსეთს სანქციები მოუხსნას. ეს მხოლოდ ერთ შემთხვევაში მოხდება. როგორია ბრიტანეთის წინაპირობა, ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა „დეილი ტელეგრაფთან“ განმარტა.

„სანქციები უნდა მოიხსნას მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტისა და რუსული ჯარის სრულად გაყვანის შემთხვევაში. ასევე უნდა მოხდეს ვალდებულების აღება, რომ აგრესია არ განახლდება. ასევე, უნდა იყოს სანქციების ხელახლა დაწესების შესაძლებლობა, თუ აგრესია გაგრძელდება“ – განაცხადა  საგარეო  მინისტრმა.

 

მსგავსი თემები