„არც იფიქროთ, ნატოს ტერიტორიის ერთ გოჯ მიწაზე შემოხვიდეთ“ – ბაიდენი პუტინს აფრთხილებს

ამ წუთებში, პოლონეთში მყოფი ჯო ბაიდენი ვარშავის მოედანზე სიტყვით გამოდის და უკრაინელ ლტოლვილებს მიმართავს, როგორც პრეზიდენტი აცხადებს, პუტინს ის არ გამოუვიდა, რა ჩანაფიქრიც ჰქონდა.

„ვლადიმირ პუტინია ამ ყველაფერში დამნაშავე. არც იფიქროთ, რომ ნატოს ტერიტორიის ერთ გოჯზე მაინც შემოხვიდეთ. ჩვენ გვაქვს წმინდა ვალდებულება, დავიცათ  ნატოს ტერიტორიები და ეს ეხება ყოველი სანტიმეტრის დაცვას, დღეს სტადიონზე ათასობით უკრაინელ ლტოლვილს შევხვდი, ისინი სვამენ ძალიან მწვავე კითხვას, რა მოუვათ, რა ელით, როგორია მათი ბედი…. ცრემლები მომადგა, ვნახე პატარა ბავშვები. ერთ-ერთმა გოგონამ მითხრა ჩემი ძმა და მამა, იმედი მაქვს, რომ კარგად იქნებიანო.

მეუღლეები მამები ძმები დარჩნენ უკრაინაში იმისთვის, რომ დაიცვან თავიანთი ტერიტორია. მე მათი უსიტყვოდ მესმის, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინული არ ვიცი. ისინი იმასაც უშვებენ რომ შეიძლება ვერც დაბრუნდნენ სახლში“ – აცხადებს ჯო ბაიდენი.

პრეზიდენტის განცხადებით, ეს ომი რუსეთის სტრატეგიული მარცხია.

„მსოფლიო დემოკრატიას აქვს პასუხისმგებლობა, დაეხმაროს უკრაინას. ჩვენ შევძლებთ უკრაინელი დევნილების მიღებას შტატებში. ეს ომი არის რუსეთის სტრატეგიული მარცხი“ – აღნიშნა პრეზიდენტმა ვარშავაში გამოსვლისას, რომელიც ახლაც გრძელდება.

 

მსგავსი თემები