„პუტინს ჰქონდა მცდელობა, დაეხრჩო დემოკრატია, ის ცინიკოსია“ –  ჯო ბაიდენი ვარშავაში ლტოლვილებს მიმართავს

ჯო ბაიდენი ვარშავის მოედანზე, სადაც უკრაინელი ლტოლვილები არიან შეკრებილები, სიტყვით გამოდის. ბაიდენი საბჭოთა კავშირის ნგრევაზე და თავისუფლების ფასზე საუბრობს და აცხადებს, რომ ის დრო არასდროს დაბრუნდება.

„ჩვენს თქვენს მხარდამხარ ვართ, ეს არის ჩემი მთავარი გზავნილი“ – ასე მიმართა ბაიდენმა უკრაინელ ლტოლვილებს და კიდევ ერთხელ გაამხნევა.

„ნუ შეგეშინდებათ, ეს არის მნიშვნელოვანი სიტყვა, რომელიც პაპმა 30 წლის წინ თქვა. ეს არის სიტყვები, რომელიც ცვლის სამყაროს ეს მესიჯი არის ვარშავისთვის. 1979 წელი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ყველას უნდა ესმოდეს, რომ მაშინ, 30 წლის წინ იყო საბჭოთა რეპრესიები და ამ მესიჯებმა დასძლია საბჭოთა ძალადობა. პაპმა 1979 წელს განაცხადა ეს ყველაფერი. რუსეთს ჰქონდა მცდელობა დაეხრჩო დემოკრატია მთელი მსოფლიოს მასშტაბით, პუტინი ცინიკოსია.

ერთი ფრაზა მახსენდება – ნდობა და რწმენა, რაც ყველაზე კარგად ჩანს შავბნელ მომენტებში. საბჭოთა კავშირი ჩამოიშალა და პოლონეთი და სხვა ქვეყნები გათავისუფლდნენ. არაფერი მშვიდობის ფასი. მნიშვნელოვანია ბრძოლა თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის. ამ დროს, მთავარია თვალები ფართოდ გავახილოთ. ჩვენ უნდა ვიდგეთ მყარად და უნდა ვიბრძოლოთ ერთად. ბევრი უკრაინელი იმყოფება დღეს ჩვენთან ერთად, ჩვენ შევგროვდით აქ. ეს არის წმინდა ადგილი, ევროპაში და მთელი კაცობრიობა იბრძვის თავისუფლებისთვის. ვარშავა ყოველთვის იბრძოდა თავისუფლებისთვის და ამ თავისუფლებამ გაიმარჯვა” – აცხადებს ჯო ბაიდენი, რომელსაც ვარშავაში ათასობით უკრაინელი ლტოლვილი და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრება.

 

მსგავსი თემები