მთავარი პოლიტიკური ცენტრი პოლონეთია, სადაც ჯო ბაიდენი იმყოფება

მთელი დღის განმავლობაში, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში აქტიური შეხვედრები გრძელდება. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამ დრომდე პოლონეთში იმყოფება, სადაც პოლიტიკურ ლიდერებს ხვდება. პოლონეთში იმყოფება უკრაინის დელეგაციაც.

ჯო ბაიდენი უკვე შეხვდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასა და თავდაცვის მინისტრ ალექსეი რეზნიაკოვს. პოლონეთში იმყოფება აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინიც, რომლებიც ასევე აქტიურად მონაწილეობენ მოლაპარაკებებში.

მხარეებს შორის განსახილველი თემა უკრაინა-რუსეთის ომი და უკრაინისთვის საჭირო დახმარებების მორიგი პაკეტია. მათ შორისაა უკრაინელი ლტოლვილების საკითხი, რომელთა  რაოდენობამ პოლონეთში 2 მილიონს გადააჭარბა.

მსგავსი თემები