„ვინმემ რომ მოგვაკითხოს ჩვენ არ ვიბრძოლებთ?! მეც ვიბრძოლებ“ – მეუფე იაკობი

ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი უკრაინელ ხალხს სოლიდარობას უცხადებს და ამბობს, რომ მის ქვეყანაში რომ ვინმე შემოიჭრას, თავადაც აიღებს იარაღს და იბრძოლებს.

„მეც მიომია და ვიცი, რაც არის ომი. ქრისტიანი ადამიანისთვის ომი საშინელებაა. ომში ჰუმანიზმი არ არსებობს. როგორი ადამიანიც არის, ისე იბრძვის. როგორც აღზარდეს, ისე იბრძვის. მეც მიომია და ვიცი, რაც არის ომი. ძალიან განვიცდი არამარტო ჩვენებს, ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ომი შეიწირავს. როგოც სასულიერო პირი, გეუბნებით, რომ სხვა ქვეყნებში წყდება თუ რა იქნება შემდგომ. ჩვენ რომ ვინმემ მოგვაკითხოს ჩვენ არ ვიბრძოლებთ?! მეც ვიბრძოლებ. უკრაინაში პირველ რიგში იბრძვიან იმისთვის, რომ მტერი შეუვარდათ“ – განაცხადა მეუფე იაკობმა მედიასთან, რომელმაც უკრაინაში გარდაცვლილ ქართველ მებრძოლებს პატივი მიაგო.

დღეს უკრაინაში, კიდევ ერთი, მეოთხე  მებრძოლი გარდაიცვალა.

 

მსგავსი თემები