უკრაინაში ორდღიანი კომენდანტის საათი დაწესდა

კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ უკრაინის დედაქალაქში  ორდღიანი კომენდანტის საათი გამოაცხადა.

Telegram-ზე გამოქვეყნებულ წერილში, კლიჩკომ განაცხადა, რომ კომენდანტის საათი დღეს 8 საათზე დაიწყება გაგრძელდება ორშაბათს, დილის 7 საათამდე.

„სამხედრო სარდლობის გადაწყვეტილებით, კიევსა და რეგიონებში კომენდანტის საათი კვლავ გამკაცრდება“- აღნიშნა მან. ასევე ვგებულობთ იმასაც, რომ კომენდანტის საათის დროს მხოლოდ სპეციალური საჭიროების მქონე მანქანებისთვის იქნება ნებადართული გადაადგილება,  ქალაქის მცხოვრებლებს კი თავშესაფრებში გასვლა განგაშის დროს შეეძლებათ. „საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მაღაზიები, აფთიაქები და ავტოგასამართი სადგურები არ იმუშავებს“- ვკითხულობთ კლიჩკოს განცხადებაში.

მსგავსი თემები