„თქვენს ძალისხმევაზე დამოკიდებულია უკრაინის მომავალი“- ვოლოდიმირ ზელენსკი დოჰას ფორუმზე

პრეზიდენტი ზელენსკი დოჰაში მიმდინარე ფორუმზე ვირტუალურად სიტყვით გამოვიდა. უკრაინის პრეზიდენტმა ენერგორესურსების მწარმოებელ ქვეყნებს მოუწოდა,  გაზარდონ ნავთობისა და გაზის მოპოვება, რათა თავიდან აიცილონ რუსეთის მხრიდან გლობალური შანტაჟი.

„თქვენს ძალისხმევაზე დამოკიდებულია ევროპის მომავალი. გთხოვთ, გაზარდოთ ენერგორესურსების მოპოვება, რათა რუსეთში ყველამ გააცნობიეროს, რომ არ შეიძლება ენერგიის იარაღად გამოყენება“- განაცხადა პრეზიდენტმა ფორუმზე ჩართვისას.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საჭიროა საერთაშორისო წესრიგი დაცული იყოს როგორც უკრაინაში, ასევე ავღანეთში, ერაყსა და იემენში. დოჰას ფორუმზე მიმართვისას ზელენსკიმ საერთაშორისო თანამეგობრობა გააფრთხილა, უკრაინიდან სურსათის ექსპორტზე, რუსეთის ინტერვენციის შესაძლო გავლენის შესახებ და აღნიშნა, რომ არცერთი ქვეყანა არ არის დაცული სურსათის მიწოდებაში შეფერხებისგან.

 

მსგავსი თემები