ზელენსკი და შმიგელი „ვაგნერის“ სამხედროებს უნდა მოეკლათ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალის მოკვლა რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერს“ ჰქონდა დავალებული. აღნიშნულ განცხადებას უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი, მარკიან ლუბკივსკი ავრცელებს. ის ამტკიცებს, რომ ზელენსკის მკვლელობის დავალება დადასტურებულია.

„სურდათ, მოეკლათ უკრაინის ლიდერები – ჩვენი პრეზიდენტი და პრემიერი. ეს იყო მიზანი და რამდენიმე მათგანი უშედეგოდ გამოგზავნეს უკრაინაში“, – აცხადებს თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ყველა მტკიცებულებას უკრაინული მხარე საერთაშორისო სასამართლოში წარადგენს და მის უტყუარობას დაადასტურებს.

მსგავსი თემები