„ესაა ერთი კაცი, სამხედრო დამნაშავე, ომის კრიმინალი“ – ჯო ბაიდენი პოლონეთში

ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პოლონეთში იმყოფება. პრეზიდენტს, ანჯეი დუდას თვითმფრინავთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ამერიკულ სამხედროებთან ერთად, სამხედრო ბაზაზე პიცის ჭამაც მოუწია. შეგახსენებთ, რომ ანჯეი დუდას თვითმფრინავი რომელიც ბრიუსელიდან პოლონეთისკენ მიფრინავდა, ვარშავაში ავარიულად დაეშვა.

ჯო ბაიდენმა ამერიკელ ჯარისკაცებს მიმართა, გაამხნევა და უთხრა, რომ ისინი საუკეთესო სამხედროები არიან.

„მთელი მსოფლიო გვიყურებს, თქვენ ხართ მრავალეთნიკური ამერიკელები. თქვენ ეხმარებით მათ, ვისაც დახმარება სჭირდება. თქვენ ხართ საუკეთესო საბრძოლო ძალა მსოფლიოს ისტორიაში და ამას ბევრჯერ გავიმეორებ“ – აღნიშნა პრეზიდენტმა.

ჯო ბაიდენმა ანჯეი დუდასთან ერთად, უკრაინა პოლონეთის საზღვართან დაახლოებით 100 კილომეტრში უკრაინელი ლტოლვილებიც მოინახულა და გაამხნევა, რომ მსოფლიო მათ გვერდითაა.

ამ წუთებში, ვარშავაში, ხელოვნებისა და მეცნიერების ცენტრთან, მოედანზე  ათასობით ადამიანია შეკრებილი. მათ უკრაინის დროშები გაშალე და პრეზიდენტისგან უკრაინის ცის დახურვას ითხოვენ.  საუბარია უკრაინელ ლტოლვილებზე, რომლებიც მოედანზე ამერიკის პრეზიდენტთან შეხვედრას ელოდებიან.

მსგავსი თემები