მარიუპოლში თეატრის დაბომბვას 300-მდე სამოქალაქო პირი

ოკუპანტების მიერ დაბომბილ მარიუპოლის თეატრს დიდი მსხვერპლი აქვს. დრამატულ თეატრში, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა თავშესაფრად იყენებდა, რუსეთის ჭურვს  300-მდე მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია მარიუპოლის საბჭომ დღეს გაავრცელა. დრამატულ თეატრს ასობით ადამიანი აფარებდა თავს.

„თეატრს 1300-მდე უკრაინელი აფარებდა თავს. მძიმეა დავიჯეროთ ეს შემზარავი ამბავი. გვინდა გვჯეროდეს, რომ ყველამ შეძლო გაქცევა, თუმცა, მათი მოყოლილი, ვინც ამ ტერორისტული აქტის დროს შენობაში იმყოფებოდა, სხვა რამეს ამბობს” – აცხადებენ ადგილობრივ საბჭოში.

საუბარია შენობაზე, რომელიც ოკუპანტებმა 16 მარტს დაბომბეს. მიუხედავად იმისა, რომ შენობას ორივე მხარეს თეთრი საღებავით ესერა „ბავშვები“, ოკუპანტებმა მას მიზანმიმართულად მაინც დაარტყეს.

 

მსგავსი თემები