„სჯობს, ახლა დაგვეხმაროთ იარაღით, ვიდრე მერე ეძებოთ საქართველოსთვის, პოლონეთისთვის და სხვა ქვეყნებისთვის“ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მსოფლიოს ლიდერებს ისევ იარაღით მომარაგების თხოვნით მიმართავს და აფრთხილებს კიდეც, რომ სჯობს ეს ახლა გააკეთოს, ვიდრე მაშინ, როცა სხვა ქვეყნების ჯერი დადგება.

„სჯობს უკრაინას  ახლა დაეხმაროთ იმ იარაღით, რაც მართლა გვჭირდება, ვიდრე მერე ეძებოთ იარაღი სხვა ქვეყნებისთვის – საქართველოსთვის, მოლდოვისთვის, ბალტიის ქვეყნებისთვის, პოლონეთისთვის, ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის. რაც უფრო მალე მოხდება ის, რასაც ვითხოვთ, მით უფრო მალე იქნება მშვიდობა აღმოსავლეთ ევროპაში. ეს ჩვენს ინტერესებშია, ეს თქვენს ინტერესებშია და ეს ყველა დემოკრატიის ინტერესებშია. სიცოცხლემ სიკვდილს უნდა აჯობოს“ – ასეთია პრეზიდენტის მიმართვა.

მსგავსი თემები