ვირუსით 590 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 20 918  ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 590 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 247   პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.82%.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 645 301-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 24 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.82%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.14% ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.86%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 247 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 611 688-მდე.

 

მსგავსი თემები