სანქციები ლუკაშენოს – რუსეთის მხარდაჭერისთვის ბელარუსიც ისჯება

ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ავსტრალიის სანქციებში მოექცა.  ავსტრალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ლუკაშენკო და მისი ოჯახის წევრები რუსეთის მხარდაჭერის გამო „დაისჯებიან.“

ავსტრალიის სანქციები ეხება ლუკაშენკოს მეუღლესა და მის შვილს, რომლებიც მთავრობაში ეროვნული უსაფრთხოების მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ. ბელორუსის გარდა, ავსტრალიის სამიზნეა 22 „რუსი პროპაგანდისტი და დეზინფორმაციის ოპერატორი“, მათ შორის მედიასაშუალებების Russia Today, Strategic Culture Foundation, InfoRos და NewsFront-ის რედაქტორები.

როგორც საგარეო უწყებაში აცხადებენ, ავსტრალია განაგრძობს სანქციების დაწესებას და განმარტავენ რომ რუსეთის მხარდაჭერისთვის ყველამ მაღალი ფასი უნდა გადაიხადოს.

 

მსგავსი თემები