„გაანადგურეს 230 სკოლა, 155 საბავშვო ბაღი და მოკლეს 128 ბავშვი“ – ზელენსკი ევროპის საბჭოს

პრეზიდენტმა ზელენსკიმ მსოფლიო ლიდერებს, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს უკრაინაში არსებულ კატასტროფულ ვითარებაზე დამატებითი ინფორმაცია მიაწოდა და განაცხადა, რომ მის ქვეყანაში თითქმის ყველაფერი გაანადგურა.

„რუსი ჯარისკაცები  ვერ ხედავენ რა არის ღირსება. მათ არ იციან რა არის სინდისი. მათ არ ესმით, რატომ ვაფასებთ ჩვენს თავისუფლებას ასე ძალიან. ეს არის ის, რაც განსაზღვრავს როგორ იცხოვრებს ქვეყანა.  უკრაინაში მათ გაანადგურეს 230 სკოლა, 155 საბავშვო ბაღი და მოკლეს 128 ბავშვი. ქალაქები, სოფლები, შენობები, საავადმყოფოები მხოლოდ ფერფლადაა ქცეული. რუსმა სამხედროებმა ჟურნალისტები დახოცეს. მიუხედავად იმისა, რომ მათ ნახეს წარწერა „პრესა“ – განაცხადა პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და უნგრეთს მიმართა, სწრაფად იმოქმედოს.

ყოყმანობთ, დავაწესოთ სანქციები თუ არა; ყოყმანობთ, გავაგზავნო თუ არა იარაღი;  ყოყმანობთ ვივაჭროთ რუსეთთან თუ არა –  ყოყმანის დრო არ არის. გადაწყვეტილების მიღების დროა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

მსგავსი თემები