„თქვენ დააგვიანეთ, ახლა გთხოვათ, არ დააგვიანოთ“ – ზელენსკის მიმართვა ევროსაბჭოს

პრეზიდენტი ზელენსკი მსოფლიოს ლიდერებს მოუწოდებს, ამჯერად მაინც არ დააგვიანონ და მიიღონ გადაწყვეტილება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, მსოფლიო სანქციები დროული რომ ყოფილიყო, რუსეთი უკრაინაში ომს არ გააჩაღებდა.

„თქვენ დაბლოკეთ „ჩრდილოეთი ნაკადი 2“. მადლობელი ვართ ამისთვის. თუმცა, ცოტათი დაგვიანებული იყო. სანქციები დროული  რო ყოფილიყო, რუსეთი გაზის კრიზისს არ შექმნიდა. როგორც იქნა, ახლა ჩვენ ვამზადებთ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას.  გთხოვთ, არ დააგვიანოთ. ხედავთ ყველაფერს, ვინ რისი ღირსია. ნახეთ, რომ უკრაინა უახლოეს მომავალში ევროკავშირში უნდა იყოს, ამისთვის ყველაფერი გაქვს. ჩვენ გვაქვს ეს შესაძლებლობა” , – განაცხადა ზელენსკიმ ევროპის საბჭოს მიმართვაში.

მსგავსი თემები