რუსეთი გაზით თუ ნავთობით მსოფლიოს ვერ დააშანტაჟებს

რუსეთის პრეზიდენტის პუტინის განკარგულება, რომ არამეგობარ ქვეყნებს ენერგომატარებლებს მხოლოდ რუსულ ვალუტაში მიჰყიდიან, ჩავარდნილია. კერძოდ, ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, რუსეთი, მსოფლიოს ვერ დააშანტაჟებს და მის ცვლილებას რუსული რუბლით ვაჭრობასთან დაკავშირებით, არავინ დააკმაყოფილებს.

,,ეს, სანქციებისთვის გვერდის ავლის მცდელობა იქნება. არ დავუშვებთ, ჩვენი სანქციებისთვის გვერდის ავლას. დრო, როდესაც ენერგეტიკა შეიძლება, გამოყენებული ყოფილიყო ჩვენი შანტაჟისთვის, დასრულდა”, – განაცხადა ლაიენმა.

შეგახსენებთ, რომ პუტინმა გასცა განკარგულება, რომ რუსეთის ე.წ. არამეგობარ ქვეყნებთან მხოლოდ რუსული რუბლით ივაჭრებენ. მან აღნიშნულის სისრულეში მოსაყვანად და ხელშეკრულებების შესაცვლელად ერთკვირიანი ვადა დააწესა.   ევროკომისიის პრეზიდენტის შეფასებით კი რუსეთს არავინ მისცემს უფლებას, ნავთობისა და გაზის რუბლში გადახდა განახორციელოს.

 

მსგავსი თემები