„რუსეთის სურვილი სატირის ჩარჩოების მიღმა გადის“ – რუსეთს  „ევრო 2028“-ის მასპინძლობა სურს

რუსეთი ცდილობს, ფეხბურთში „ევრო 2028“-ის მასპინძელი ქვეყანა გახდეს. მან სპეციალური განაცხადიც გააკეთა და დარეგისტრირდა მასპინძლობის „სექტორში“. რუსეთთან ერთად, დარეგისტრირებულია იდევ 2 კანდიდატი – დიდი ბრიტანეთი (ირლანდიასთან ერთად) და თურქეთი.

როგორც ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსონი აცხადებს, რუსეთის სწრაფვა არასერიოზული და ილუზიაა.

„მხოლოდ ის ფაქტი, რომ რუსეთს უნდა რაიმე სპორტული ან კულტურული ღონისძიება ჩაატაროს, სატირის ჩარჩოების მიღმაა. არც კი ვიცი, საერთოდ ვინმე თუ არის, ვინც მათ განაცხადს სერიოზულად განიხილავს. ვფიქრობ, უკეთესი იქნება, თუ რუსები ჯარს გაიყვანენ და ევროპის ჩემპიონატს სწორედ უკრაინა მიიღებს”, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.

მსგავსი თემები