„დიდი შვიდეული“ რუსეთს აფრთხილებს

აშშ; დიდი ბრიტანეთი;  საფრანგეთი; გერმანია; იტალია;  კანადა და  იაპონია – ეს ის ქვეყნებია, რომლებიც ბრიუსელში, „დიდი შვიდიანის“ ფორმატში შეიკრიბნენ და რუსეთს გაფრთხილება კიდევ ერთხელ შეუთვალეს.

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა ოკუპანტი რუსეთი გააფრთხილეს,  ქიმიური, ბიოლოგიური და ბირთვული იარაღის გამოყენებაზე არც კი იფიქროს.

„ვაფრთხილებთ რუსეთს ქიმიური, ბიოლოგიური და ბირთვული იარაღის ან მასთან დაკავშირებული მასალების გამოყენების მუქარის შესახებ. ამასთან, ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ რუსეთის მავნე და სრულიად უსაფუძვლო დეზინფორმაციულ კამპანიას უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც სრულად იცავს საერთაშორისო შეთანხმებებს გაუვრცელებლობის შესახებ. ჩვენ გამოვთქვამთ შეშფოთებას სხვა ქვეყნებისა და აქტორების მიმართ, რომლებმაც გააფართოეს რუსეთის დეზინფორმაციული კამპანია”, – აცხადებენ ლიდერები.

„დიდი შვიდეულის“ ლიდერები აცხადებენ, რომ პასუხისმგებლობა  ლუკაშენკოს რეჟიმსაც დაეკისრება.

 

მსგავსი თემები