ტყვეები გაცვალეს, უკრაინის კუნძულიდან გატაცებული მესაზღვრეები დააბრუნეს

უკრაინის კუნძულ „ზმეინიზე“ მომხდარი ფაქტი ყველას კარგად ახსოვს. საუბარია კუნძულზე, რომელსაც რუსული სამხედრო ხომალდი მიადგა, საზღვრის დამცველები მათ არ დანებდნენ. ოკუპანტებმა კი ისინი დაატყვევეს. 11 მეზღვაური დღეს თავისუფალია.

უკრაინას და რუსეთს შორის ტყვეების პირველი გაცვლა სწორედ დღეს შედგა. გაცვლის პროგრამის ფარგლებში კუნძულ „ზმეინიზე“ დაკავებული მეზღვაურები დააბრუნეს.

უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, 11 რუსი სამოქალაქო მეზღვაური, რომელიც ოდესაში დააკავეს, 19 უკრაინელ სამოქალაქო მეზღვაურზე გაცვალეს.

 

მსგავსი თემები