„ვიმსჯელეთ იარაღის მიწოდებაზე, არის სამხედრო საკითხებიც, რომელიც ვერ ვისაუბრებ“ – მაკრონი   

ნატო-ს სამიტის დასრულების შემდეგ, მსოფლიოს ლიდერებმა „დიდი შვიდიანის“ შეხვედრზე გადაინაცვლეს და რუსეთ-უკრაინის ომსა და რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებზე იმსჯელეს. როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა G7-ის დასრულების შემდეგ განაცხადა, სანქციები გაძლიერდება.

„განვიხილეთ სანქციების გაძლიერების საკითხი. ყველა თანხმდება, რომ გავაგრძელებთ ზეწოლას რუსულ ეკონომიკაზე სანქციებით, ვიდრე რუსეთი არ დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას. პუტინს სხვა გზა დარჩება, გარდა მოლაპარაკებებისა. პასუხისმგებლები ვართ ამ სანქციების აღსრულების მონიტორინგზე. საჭიროა გავაკონტროლოთ, რომ ნამდვილად სრულდება სანქციები და უნდა დავრწმუნდეთ, რომ რუსეთი სხვა სახელმწიფოების ხელშეწყობით ამ სანქციების წნეხს თავს არ არიდებს“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

„დიდი შვიდიანის“ წევრები შეთანხმდნენ, რომ უკრაინა დახმარებას ყველა მიმართულებით მიიღებს.

„უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით ვეხმარებით და სამომავლოდაც გაგრძელდება. ეს არის სხვადასხვა სახის დახმარება, მათ შორის დახმარება სამხედრო სფეროში. ასევე ვიმსჯელეთ, რომ ევროკავშირი შეიფარებს იმ სამ მილიონნახევარ უკრაინელ ლტოლვილს, რომელთაც რუსული აგრესიის გამო სახლიდან გაქცევა მოუწიათ. აღსანიშნავია, რომ დღეს პრეზიდენტმა ზელენსკიმ მოგვმართა ვირტუალურად და აგვიხსნა, რა სჭირდება ყველაზე მეტად ახლა. ვიმსჯელეთ იარაღის მიწოდებაზე. არის სამხედრო სფეროს საკითხები, რაზეც ახლა საჯაროდ ვერ ვისაუბრებ“ – განაცხადა ემანუელ მაკრონიმ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 

მსგავსი თემები