გამოკითხვით, საქართველოს მოსახლეობის 91% უკრაინაში თავდაცვით-საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთვებოდა

დღეს რომ უკრაინაში იყოთ, ჩაერთვებოდით რაიმე სახის თავდაცვით, საბრძოლო თუ სოციალურ საქმიანობაში? – კვლევა აღნიშნულ საკითხზე  იპმ-მა ჩაატარა. შედეგები კი შემდეგია:

რესპონდენტების უმრავლესობა, 91% აცხადებს, რომ უკრაინაში ყოფნის შემთხვევაში ჩაერთვებოდა რაიმე სახის თავდაცვით, საბრძოლო თუ სოციალურ საქმიანობაში, მხოლოდ გამოკითხულთა 9% არ გამოხატავს ზემოთ ჩამოთვლილ საქმიანობებში ჩართვის სურვილს.

კვლევის მონაწილეების 46.1% აცხადებს, რომ ყველანაირად შეეცდებოდა დახმარებას რითიც შეძლებდა:

  • მოხალისეობრივ აქტივობებში ჩართვის სურვილს ჯამში 34.2% გამოთქვამს, მათ შორის 17.9% მზადაა ჩაერთოს სამოქალაქო-მოხალისეობრივ აქტვიობაში, ხოლო 16.3% ფსიქო-სოციალურ მოხალისეობრივ აქტივობებში ჩართვის მზაობას გმოთქვამს;
  • სამხედრო დახმარების შესაძლებლობას რესპონდენტების 11.1%, დევნილებისთვის დახმარების სურვილს 5.1% ხოლო ბავშვებისთვის 1.5% ასახელებს.

 

მსგავსი თემები