ნატო-ს სამიტი დასრულდა, „დიდი შვიდეულის“ შეხვედრა დაიწყო

ნატოს-ს სამიტის დასრულების შემდეგ, ბრიუსელში შეკრებილმა მსოფლიო ლიდერებმა „დიდი შვიდეულის“ შეხვედრაზე გადაინაცვლეს. აქაც, მთავარი თემა უკრაინა და რუსეთ-უკრაინის ომია.

G7-ის შეხვედრაში მონაწილეობან აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი, კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო, იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ლიდერები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.

 

მსგავსი თემები