უკრაინის პარალელურად, ნატო საქართველოს დახმარებასაც განიხილავს

ბრიუსელში, ნატო-ს სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე იენს სტოლტენბერგმა საქართველოც ახსენა და აღნიშნა, რომ მხარდაჭერა ჩვენს ქვეყანასაც ექნება.

„მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ ჩვენ ასევე უნდა გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა სხვა პარტნიორების მიმართ, რომლებიც რისკის ქვეშ არიან რუსეთის აგრესიის გამო, მათ შორის საქართველოს და ბოსნია-ჰერცეგოვინის მიმართ. ევროკავშირთან ერთად, უნდა დავეხმაროთ მათ სუვერენიტეტის დაცვასა და მათი გამძლეობის გაძლიერებაში“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ რომ ნატო-ს სამიტზე უკრაინის საკითხი განიხილეს და მსოფლიო ლიდერებმა მიიღეს გადაწყვეტილება, უკრაინას შეიარაღება მიაწოდო.

„მე ავიღე ჩვენი პასუხისმგებლობა, რომ კონფლიქტი არ წავიდეს წინ და არ მოხდეს მისი ესკალაცია. თუ ასე არ მოხდა,  პროცესები შეიძლება გახდეს კიდევ უფრო გამანადგურებელი. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ დახმარება ჩვენი პარტნიორების მისამართით“ – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

მსგავსი თემები