ნატო უკრაინას ყველანაირი იარაღით მოამარაგებს – ნატოს სამიტზე უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გადაწყვეტილება მიიღეს

ბრიუსელში ნატოს სამიტი დასრულდა. როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ნატო უკრაინას სხვადასხვა სახის იარაღით მოამარაგებს. თუმცა, მას არ დაუკონკრეტებია დეტალები.

„სულ მალე, ჩვენ გადავისვრით იქ კიდევ უფრო მეტ სარაკეტო დაცვის სისტემებსა და რეაქტიულ თვითმფრინავებს. ჩვენ გვაქვს ასევე წყალქვეშა ნავები და მნიშვნელოვანი ნაწილი საბრძოლო გემებისა. ასევე, გავაძლიერებთ სხვა ტიპის დაცვას და ჩვენ უფრო გავამძაფრებთ და გავაღრმავებთ ჩვენ სამხედრო წვრთნებს რათა გავამტკიცოთ ჩვენი თავდაცვა. გაძლიერდება უკრაინის მიმართ მხარდაჭერა.  რასაკვირველია, ჩვენ მოვამარაგებთ უკრაინას სამხედრო ანტისატანკო და დრონების სისტემებით რომელიც არნახულად ეფექტურია. გარდა ამისა, ეს იქნება ძალზედ მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული და ფინანსური დახმარება. ჩვენ შევთანხმდით კიდევ უფრო მეტ უსაფრთხოებაზე და ეს  არის ცუფრული უსაფრთხოების სისტემა, მოწყობილობა რომელიც უკრაინას საშუალებას მისცემს ბიოლოგიური, რადიოლოგიური, ქიმიური და ასევე ატომური უსაფრთხოებისთვის“ – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა ნატოს სამიტის დასრულების შემდეგ.

 

მსგავსი თემები