„ადგილზე ხორბალი – გზაში ხორბალი – ახალი  ხორბალი“ – მსოფლიოს ხორბლის მიწოდების 30%-ით მოაკლდა

პურის ფქვილის პარალელურად, ფასი ხორბალზეც გაიზარდა. ფასის ზრდასთან ერთად, რუსეთიდან ხორბლის შემოტანა მცირდება, უკრაინიდან კი საერთოდ ვერ შემოდის. როგორც “საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა ლევან სილაგავამ მედიაცენტრ მთავარში განაცხადა, ერთთვიანი მარაგის მიუხედავად, ხორბლის ბაზარზე პროცესი შემდეგნაირად მიდის: პროცესი კი შემდეგია: ადგილზე ხორბალი – გზაში ხორბალი – ახალი კონტრაქტი.

„რუსეთ-უკრაინის ომი სერიოზული გამოწვევაა არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ, მთლიანად, მსოფლიოსთვის. მსოფლიო ბაზარს ხორბლით რუსეთი და უკრაინა 30%-ით ამარაგებდა. აქედან 20% იყო რუსეთიდან მიწოდება, 10% კი უკრაინიდან მიწოდება. შესაბამისად, ამ პერიოდში, მსოფლიოს ხორბლის მიწოდების 30% მოაკლდა, რამაც გამოიწვია სერიოზული რყევები ფასებში. ახლა ხდება გადალაგება სხვადასხვა ქვეყნიდან ხორბლის შემოტანაზე.  ფასები გაზრდილია, ომის დაწყებამდე თუ ტონა ხორბლის ფასი იყო 320-330 დოლარის ფარგლებში, დღეს არის 420 დოლარი. ფასების მერყეობა საკმაოდ მაღალია. საქართველოში 90 პროცენტი შემოდის რუსეთიდან, ლოგისტიკური კუთხით მთლიანობაში ყველაზე იაფი შემოტანა არის რუსეთიდან“ – განაცხადა ლევან სილაგავამმედიაცენტრ მთავარში“.

ვითარებას ისიც ართულებს, რომ საომარი მოქმედებების გამო, ხორბლის თესვაც ვერ ხერხდება.

„ომის გამო უკრაინაში ხვნა-თესვა არ ხდება. რაც შეეხება რუსეთს, იქ ხვნა-თესვა 20 პროცენტით გაძვირდა. შესაბამისად, ეს ყველაფერი ხორბლის ფასებზეც აისახება.  რაც შეეხება ალტერნატივას, ალტერნატივის სახით განიხილება ყაზახეთი, ხარჯვის პარალელურად შემოდის ის საჭირო რაოდენობის ხორბალი, რაც იხარჯება. პროცესი კი შემდეგია: ადგილზე ხორბალი – გზაში ხორბალი – ახალი  კონტრაქტი“ – განაცხადა ლევან სილაგავამმედიაცენტრ მთავარში“.   

 

მსგავსი თემები