ნატოს სამიტზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ

უკრაინის აქტიური დაბომბვისა და რუსეთის მხრიდან ქიმიური იარაღის გამოყენების მუქარის პარალელურად, ბრიუსელში მსოფლიო ლიდერები შეიკრიბნენ. ნატოს სამიტი მუშაობას შეუდგა. სამიტის დაწყებამდე კი ამერიკის პრეზიდენტმა და ნატოს გენერალურმა მდივანმა ისაუბრეს.

ბრიუსელში დღეს მნიშვნელოვანი საკითხები გადაწყდება. ყველა საკითხი უკრაინა-რუსეთის ომს და რუსეთის შეჩერებას შეეხება.

ნატო-ს ლიდერებმა ერთობლივი ფოტოც გადაიღეს. დახურულ კარს მიღმა შეხვედრაზე უკვე აქტიურ ფაზაშია. მისი დასრულების შემდეგ კი მედიისთვის განცხადებები გაკეთდება. სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ვირტუალურად ჩაერთვება.

„ველოდები პრეზიდენტ ზელენსკის, რომელიც შეხვედრის დროს მოგვმართავს”, – აცხადებს  იენს სტოლტენბერგი.

ბრიუსელში დიდი დღეა, ლიდერები რუსეთ-უკრაინასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს მიიღებენ

მსგავსი თემები