საქართველოს ხორბლის ერთთვიანი მარაგი აქვს

“საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” დირექტორმა, ლევან სილაგავამ მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა, რომ ქვეყანაში ხორბლისა და ფქვილის ერთთვიანი მარაგი არსებობს და დეფიციტი არ იქნება.

სილაგავა განმარტავს, რომ მიმდინარე პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე, ერთი ტონა ხორბლის ღირებულება 20-25 პროცენტით გაძვირდა, სახელმწიფო კი პურის ფასის სუბსიდირებას განიხილავს.

“ყაზახეთი არის ხორბლის შემოტანის ალტერნატივა, ასევე რუმინეთიც. ჩვენ უმტკივნეულოდ გადავდივართ სხვა მიმართულებებზე, რადგან გვაქვს დრო, რომ გადავიდეთ სხვა ბაზრებზე, ეს არის უსაფრთოხების ბუფერული ბალიშები. დაახლოებით 20-30 პროცენტის ფარგლებში არის გაძვირებული ხორბალი.  ეს არის პირველადი მოთხოვნის პროდუქცია და მაისამდე, სავარაუდოდ, შენარჩუნდება ფასი. ამის შემდეგ, ობიექტურია, რომ ახალი შემოსული ხორბალი და ფქვილი დაეტყობა ბაზარს. ამ შემთხვევაში ეს სცენარი განიხილება და სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, დაასუბსიდიროს პურის ფასი. შემიძლია, გითხრათ, რომ დაახლოებით 99 პროცენტით გადაწყვეტილია სუბსიდირება და სავარაუდოდ, მთავრობის შემდგომ სხდომაზე გავა ეს საკითხი. დასადგენია პარამეტრები, რამდენით უნდა მოხდეს სუბსიდირება“, – განაცხადა ლევან სილაგავამ “მედიაცენტრ მთავარში”.

მსგავსი თემები