„საქართველოს აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა“ – იენს სტოლტენბერგი

„დღევანდელ შეხვედრაზე ლიდერები მოელიან მხარდაჭერას იმ პარტნიორების მიმართ, რომლებიც რუსეთის ზეწოლის ქვეშ არიან, მათ შორის, რა თქმა უნდა, საქართველოცაა“ – აცხადებს ნატოს გენერალური მდივანი და დღევანდელი სამიტის არსებით მნიშვნელობაზე საუბრობს.

იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო საქართველოს ყოველთვის მხარს უჭერდა და ეს მხარდაჭერა გაგრძელდება.

„საქართველოს აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა. ნატო-ს მოკავშირეები მრავალი წლის განმავლობაში მხარს უჭერდნენ საქართველოს, რათა დახმარებოდნენ მას რეფორმების განხორციელებაში, თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტების მოდერნიზებაში. უკრაინაში სასტიკი შეჭრა კი ხაზს უსვამს საქართველოს მხარდაჭერის აუცილებლობას“, – აცხადებს  სტოლტენბერგი.

შეგახსენებთ, რომ დიდი შვიდეულის ლიდერები დრეს ბრიუსელში იკრიბებიან, სადაც არსებითი გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ. ბრიუსელში, მსოფლიოს პოლიტიკის მთავარი აქტორები უკვე შეიკრიბნენ.

მსგავსი თემები