პურ-პროდუქტებზე ფასების ზრდა გარდაუვალია, სახელმწიფო კი სუბსიდირებაზე ფიქრობს (ვიდეო)

„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა ლევან სილაგავამ ხორბლის ბაზარზე არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე „მედაცენტრ მთავარში“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საბოლოო პროდუქტზე ფასის ზრდა ყველა შემთხვევაში იქნება.

„მთავრობასთან აქტიური კომუნიკაცია გვაქვს, უფრო გაძვირებული ფქვილისა და ხორბლის შემთხვევაში, რაც ალბათ იქნება, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ დაასუბსიდიროს პურის ფასი.

შესაძლოა 80 ლარის ფარგლებში იტრიალოს 1 ტომარა ფქვილის ფასმა. ასევე იმპორტირებულის გაძვირება მოხდება. გაძვირებას, რაც აუცილებლად იქნება, რადგან ხორბალიც გაძვირებულია, სახელმწიფო სუბსიდირებით დააზღვევს“ – განაცხადა ლევან სილაგავამმედიაცენტრ მთავარში“.

მისივე თქმით, სუბსიდირების საკითხი, რომ ძირითად პირზე ფასი არ გაიზარდოს, 99%-ით გადაწყვეტილია.

„ ვიცით, რომ მთავრობის შემდგომ სხდომაზე უნდა გავიდეს ეს საკითხი. უბრალოდ პარამეტრებია დასადგენი, რამდენით უნდა მოხდეს სუბსიდირება“,- განაცხადა ლევან სილაგავამ.

დღეს, ქვეყანაში ხორბლის ერთთვიანი მარაგი არსებობს.

ხორბალზე ფასი 20-25%-ით გაძვირდა – ლევან სილაგავა “მედიაცენტრ მთავარში”

 

მსგავსი თემები