უკრაინამ ბრიტანეთისგან მნიშვნელოვანი გარანტიები მიიღო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიტანეთის პრემიერთან, ბორის ჯონსონთან კომუნიკაციის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ მნიშვნელოვანი გზავნილები მიიღო.

,,მქონდა სატელეფონო საუბარი ბორის ჯონსონთან. ხვალინდელი მნიშვნელოვანი შეხვედრების წინ, მხარდაჭერის შესახებ, მნიშვნელოვანი გარანტიები მივიღე. განვიხილეთ საომარი მოქმედებების მიმდინარეობა და უკრაინის თავდაცვითი დახმარება. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ”, – წერს პრეზიდენტი ზელენსკი სოციალურ ქსელში.

ერთ-ერთი საკითხი, რაზეც ზელენსკიმ და ჯონსონმა განიხილეს, უკრაინის იარაღით მომარაგებაა. ბორის ჯონსონი გეგმავს,  ისარგებლოს „დიდი შვიდეულისა“ და ნატო-ს მინისტერიალით და არსებითად გაზარდოს უკრაინის თავდაცვითი და ლეტალური იარაღით დახმარება.

„ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ”, – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი.

 

მსგავსი თემები