უკრაინის დასახმარებლად ოლიმპიურ ოქროს მედალს მეორე ჩემპიონი ყიდის

უკრაინელი მოკრივე ვლადიმერ კლიჩკოს შემდეგ, ოლიმპიურ ოქროს მედალს პარაკანოეში ორგზის პარაოლიმპიური ჩემპიონი სერგეი ემელიანოვიც ყიდის. თანხა და უკრაინის ჯარს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში მოხმარდება.

უკრაინელმა სპორტსმენმა ოქროს მედალი გასულ წელს ტოკიოს პარაოლიმპიადაზე მოიპოვა.

„ყველას მოგესალმებით. არ ვიტყვი დილა მშვიდობისას, რადგან ბევრისთვის დილა არ არის კეთილი. მე – სერგეი ემელიანოვი ვგეგმავ იაპონიაში მოპოვებული პარაოლიმპიური ოქროს გაყიდვას უკრაინის დამცველების დასახმარებლად. მხოლოდ ერთად გავიმარჯვებთ. დიდება უკრაინას“, – წერს ჩემპიონი საკუთარ სოციალურ ქსელში.

კლიჩკომ უკრაინის დასახმარებლად ოლიმპიური მედალი გაყიდა

მსგავსი თემები