„უკრაინის ალიანში გაწევრიანება ხვალ არ იქნება, თუმცა, პრიორიტეტულია სრული მხარდაჭერა“ – იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივანი ღიად აცხადებს, რომ უკრაინა ალიანსის წევრი ხვალ ვერ გახდება. როგორც იენს სტოლტენბერგი განმარტავს,  ამ ეტაპზე ყველაზე პრიორიტეტულია უკრაინის სრული მხარდაჭერა და დახმარება.

„ჩრდილოატლანტიკური ალიანსი არ არის  კონფლიქტის მხარე. ჩვენ არ ვაგზავნით ჯარს უკრაინაში. უნდა გვესმოდეს, რომ უკრაინის მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ჩვენი დღის წესრიგის უმთავრესი თემაა, თუმცა კონფლიქტის ესკალაციას ხელი უნდა შევუშალოთ, რაც ბევრად ფართომასშტაბიან ომს გამოიწვევს და უსაფრთხოების გარემოს კიდევ უფრო დიდი გამოწვევის წინაშე დააყენებს“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მან რუსეთი გააფრთხილა, შეწყვიტოს მუქარა ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით.

მსგავსი თემები