რუსეთი არამეგობარ ქვეყენებს გაზს მხოლოდ რუსულ რუბლზე მიჰყიდის  

ვლადიმერ პუტინი „გაზპრომს“ დავალებას აძლევს, არსებულ კონტრაქტებში ცვლილებები შეიტანოს და არამეგობარ ქვეყნებს უცხოურ ვალუტაში არ მოემსახუროს.

„მიღებულია გადაწვეტილება, მოხდეს მთელი რიგი ცვლილებები გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით არამეგობრული ქვეყნებისადმი რუსულ რუბლებში. უარი ვთქვათ იმ ვალუტებზე, რომლებმაც საკუთარი თავის კომპრომატირება მოახდინეს. ჩვენი ენერგორესურსებით ვვაჭრობთ მხოლოდ ჩვენს ეროვნულ ვალუტაში. ჩვენ ვუფრთხილდებით ჩვენს საქმიან რეპუტაციას. ცვლილებები მხოლოდ ვალუტას შეეხება. ვთხოვ მთავრობას, დირექტივა მისცეს გაზპრომს შეიტანოს ცვლილებები კონტრაქტებში“ – აცხადებს პუტინი.

მან აღნიშნულის სისრულეში მოსაყვანად ერთკვირიანი ვადა გასცა.

 

მსგავსი თემები