უკრაინის საელჩოს, სააკაშვილის ექსტრადაციასთან დაკავშირებით მიმართვა არ მიუღია

საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელი, ანდრეი კასიანოვი აცხადებს, რომ უკრაინის ხელისუფლებისგან, ექსპრეზიდენტის ეტაპირების შესახებ ინფორმაცია არ მიუღია.

“მე ვიცი, რომ თქვენ გქონდათ რამდენიმე შეკითხვა, რომელიც ეხებოდა უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს. ვიცით, რომ თქვენ გაინტერესებდათ, თუ იყო უკრაინის ხელისუფლების ოფიციალური მიმართვა, რომელიც ეხებოდა უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს. მინდა, გითხრათ, რომ საელჩოს არ მიუღია და არც საელჩოს არ გადაუცია ოფიციალური მიმართვა უკრაინის მთავრობის, რომელიც ეხებოდა უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს“, – აღნიშნა ანდრეი კასიანოვმა.

მსგავსი თემები